ჩვენ შესახებ
საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა
მოგესალმებით,
ჩვენთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ MedDialog: დიალოგი ექიმთან, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ჟურნალი.
MedDialog-ის მიზანია პაციენტებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სანდო, თანამედროვე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაციის გაზიარება. ჟურნალი ხელს შეუწყობს ექიმებსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას.
ჟურნალში შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან. განვიხილავთ აქტუალურ სამედიცინო საკითხებს და გაგიზიარებთ უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებს, საერთაშორისო კლინიკურ რეკომენდაციებსა და პრაქტიკულად მნიშვნელოვან ცოდნას პროფესიული პასუხისმგებლობით, აკადემიური სიზუსტითა და ყველასთვის გასაგები ფორმით.
გვჯერა, რომ ექიმსა და საზოგადოებას შორის ღია და სანდო დიალოგი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, პაციენტის ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.